პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, მარნეულის 89-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრების და მარნეულის საოლქო კომისიის თავმჯდომარისგან ახსნა-განმარტებებს ისმენენ. ერთ-ერთმა რეგისტრატორმა, ილჰამ ისმაილოვმა განაცხადა, რომ მან არ იცოდა, რომ საარჩევნო ოქმზე ხელი უნდა მოეწერა, ამიტომ მისი ხელმოწერა ოქმზე არ არის.
"ქართული ოცნების" დეპუტატის გივი მიქანაძის შეკითხვაზე დამკვირვებელი იყო თუ რეგისტრატორი, ისმაილოვმა უპასუხა, რომ "არ იცის, უბრალოდ დაუძახეს და მივიდა".
ცნობისთვის, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ უნდა დაადგინოს გაყალბდა თუ არა 2020 წლის 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები.