მინდია გოგოჭური კლინიკაში გადაიყვანეს

გამოქვეყნდა:

მინდია გოგოჭურის მდგომარეობა დამძიმდა. ის ე.წ მატროსოვის ციხიდან კლინიკაში გვიან ღამით გადაიყვანეს. მეოთხე პრეზიდენტის ყოფილი სიძე 30 დღეა შიმშილობს.

გუშინ მან გონება დაკარგა და ახლა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის. გოგოჭურმა პროტესტის უკიდურეს ზომას ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მიმართა, რომლის მიხედვით, მას ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა- შენახვა -ტარების გამო 4 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

მსჯავრდებული ამტკიცებს რომ უკანონო ნივთი ჩაუდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი