ლაშა კომახიძე პარტიულ ინტერესებზე მაღლა ვერ დადგა - ენმ ბათუმის მერს აკრიტიკებს

გამოქვეყნდა:

ბათუმის მერი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმის განხილვას არ დაესწრება. ლაშა კომახიძე ფრაქციის იმ სხდომას არ დაესწრება, სადაც ოპოზიციური პარტიის ინიციატივაზე უნდა ემსჯელათ.

ბათუმის მერმა საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრს წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ ის ფრაქციის სხდომაზე დასწრებისგან თავს შეიკავებს.

ფრაქციის თავმჯდომარე, მირდატ ქამადაძე, აცხადებს, რომ ბათუმის მერი პარტიულ ინტერესებზე მაღლა ვერ დადგა, რის გამოც, სხდომაზე არ მივიდა.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" ბათუმის მერი ფრაქციაზე დასასწრებად გასულ კვირას მიიწვია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი