
"ქართულმა ოცნებამ" ამომრჩევლის მოსყიდვა ბიუჯეტის თანხებით დაიწყო - ეს განცხადება ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარემ გააკეთა.
გიგა შუშანია მმართველ გუნდს ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის თქმით, "ოცნების" დეპუტატმა, მარეხ ნიჟარაძემ, სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის თქმით, მმართველმა გუნდმა კორონავირუსის ეპიდემიის შედეგად დაზარალებული ადამიანების სია წინასწარ შეადგინა, სადააც მათი მხარდამჭერები ფიქსირდებოდნენ.