"მილი" და "სტები" = "მინისტრები" - პროკურატურა, როგორც ივანიშვილების პერსონალური ადვოკატი

გამოქვეყნდა:

საგამოძიებო უწყება ირწმუნება, რომ ჩანაწერი 2011-2012 წლებით თარიღდება, როდესაც ივანიშვილი ოპოზიციაში - ნაციონალური მოძრაობა კი ხელისუფლებაში იყო. ამტკიცებენ, რომ ოპოზიციაში მოსულ ოცნებას ხელისუფლება უსმენდა.

თუმცა აქ ერთი შეუსაბამობაა, გენერალური პროკურატურა ამტკიცებს, რომ ჩანაწერი მონტაჟის შედეგია და კონტექსტი დამახინჯებული. არადა ამ მასალის გავრცელების შემდეგ საუბრის სამივე ფიგურანტმა ღიად დაადასტურა, რომ ასეთი საუბარი შედგა და ბერა ყველას დასჯას ითხოვდა, ვისაც ის არ მოსწონდა.

დღეს ეს აღიარება, აღარც ოცნებას ახსოვს და არც ოცნების პროკურატურას. ახლა ყველა ერთ ხმაში იმეორებს, რომ სქემა გაშიფრულია, ხელწერა კი კარგად ნაცნობი. ამ დიალოგის შინაარსი, სადაც ადამიანების ტერორზე, ზეწოლასა და მუქარაზეა საუბარი არც გამომძიებლებს აინტერესებთ და თავისთავად არც მეოცნებეებს:

საგანგებო ბრიფინგზე კატეგორიულ ტონში მხოლოდ ის თქვეს, რომ გამოძიება ჟურნალისტების წინააღმდეგ არ მიმდინარეობს. თუმცა ამავე განცხადებაში ტვ პირველი, რომელმაც სკანდალური ჩანაწერი გაასაჯაროვა, გამოძიებისთვის ხელის შეშლაში ფაქტობრივად დაადანაშაულეს და პასუხისმგებლობის ტვირთიც აკიდეს.

ის რაც გენერალურ პროკურატურაში 20-წუთიან საგანგებო ბრიფინგზე ითქვა მხოლოდ შუალედური გამოძიების შედეგია. ახლა საინტერესოა მისი დასრულების შემდეგ, ვის კვალზე გავა უწყება. ან კიდევ რა ახალ ,,სიტყვის კონას“ შემოგვთავაზებს გამოძიება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი