მეცნიერებმა ხმელეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძუძუმწოვარი აღმოაჩინეს - ის მარტორქაა

გამოქვეყნდა:

ჩრდილოდასავლეთ ჩინეთში ნაპოვნი 26,5 მილიონი წლის წინანდელი თავის ქალა გადაშენებულ გიგანტურ მარტორქას ეკუთვნის, რომელიც დედამიწის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხმელეთზე მოსიარულე ცხოველი იყო.

არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი ნამარხი საკმაოდ კარგ მდგომარეობაში იყო. მას უკვე სახელიც შეურჩიეს: Paraceratherium linxiaense, ამ ურქო მარტორქების გვარის მეექვსე სახეობა, რომელიც ევრაზიაში აღმოაჩინეს.

Image removed.

მხოლოდ თავის ქალის ზომის მიხედვით მისი სრული ზომის დადგენა რთულია, თუმცა, ამ სახეობის სხვა ნამარხების მიხედვით, ამ არსებებს წვრილი ფეხები ჰქონდათ და სიმაღლე დაახლოებით 4,8 მეტრს შეადგენდა, რაც დაახლოებით თანამედროვე ჟირაფის ზომისაა. დღეს შემორჩენილი მარტორქების ზომა კი ორ მეტრს ძლივს აღწევს.

თუმცა, ყველაზე საოცარი მაინც მისი მასაა. მართალია, სრული ნამარხების გარეშე დასკვნების გამოტანა რთულია, თუმცა, უხეში შეფასებების მიხედვით, ის 11-დან 20 ტონამდე იწონიდან - ეს კი ხუთი აფრიკული სპილოს ერთობლივი მასის ტოლია.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი