მთელი რიგი საკითხები გაუთვალისწინებელი დარჩა - ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი საარჩევნო რეფორმაზე

გამოქვეყნდა:

ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი საქართველოში მიმდინარე საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით კიდევ ერთ დასკვნას აქვეყნებს.

„აღვნიშნავთ საარჩევნო კოდექსში შეტანილ დადებით ცვლილებებს, თუმცა, ზოგიერთი შემოთავაზებული ცვლილება პრობლემატურად მიგვაჩნია, მაგალითად, საარჩევნო კომისიების შემადგენლობასთან დაკავშირებით შემოთავაზებული ცვლილებები. მთელი რიგი არსებითი მნიშვნელობის საკითხები კვლავაც გაუთვალისწინებელი დარჩა. ჯერ კიდევ საჭიროა უფრო სრულყოფილი და სისტემური რეფორმის გატარება“, - ნათქვამია დასკვნაში, სადაც ასევე საუბარია ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ 2019 წლის აპრილის შეთანხმებაზე ხელის მოწერის აუცილებლობის შესახებ.

„2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმება, რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მიერ პარლამენტში დაბრუნება და შეთანხმების საფუძველზე საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის გადასინჯვა, ეროვნული კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებსა და რეკომენდაციებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით აშკარად მისასალმებელია , თუმცა ყველა არჩეულ ოპოზიციურ პარტიას ჯერჯერობით შეთანხმებისთვის ხელი არ მოუწერია და საპარლამენტო მანდატები არ მიუღია,“- ნათქვამია დოკუმენტში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი