"ქართული ოცნების" დეპუტატი კახა ოქრიაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტმა პოლიტპატიმრებად წოდებული ადამიანები უნდა შეიწყალოს იმისთვის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება დასტაბილურდეს.
"მე მსურს, რომ პოლიტიკური პროცესი ჩიხში არ შევიდეს. პრეზიდენტი უნდა ჩაერიოს როგორც ზეპარტიული და პოლიტიკურ პროცესს უნდა გაუხსნას გზა. უნდა შეიწყალოს ის პირები ვინც ითვლება რომ არიან დაკავებულები პოლიტიკური მოტივით. ეს სადაო საკითხია, არიან ისინი პოლიტპატიმრები თუ არა, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. 2020 წლის არჩევნები უნდა იყოს აბსოლუტურად ლეგიტიმური" - ამბობს ოქრიაშვილი.