პარტიული და საარჩევნო საკითხები დღის წესრიგში არ დგას - მდინარაძე "ოცნების" შეკრებაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ბორჯომში პარტიის შეხვედრებზე პარტიული ცვლილებები არ განიხილება. მისი თქმით, ისინი სამუშაო ფორმატში განიხილავენ პრემიერისა და მინისტრთა კაბინეტის სამომავლო გეგმებსა და ხედვებს.

"სამუშაო ფორმატში გავივლით დღეს დეტალებს, მინისტრები და პრემიერმინისტრი წარმოადგენენ ხედვებს გრძელვადიან განვითარებასთან დაკავშირებით და ამაზე გვექნება დისკუსია. ამის შემდეგ, თქვენ უკვე ნახავთ პრემიერის გამოსვლას პარლამენტში. არანაირ ცვლილებაზე საუბარი არ იქნება არც დღეს და არც მომდევნო პერიოდში, მსგავსი საკითხები არ განიხილება. ასევე დღეს არ განიხილება მერების საკითხები. ანუ, პარტიული და საარჩევნო საკითხები არ დგას დღის წესრიგში დღეს", - ამბობს მდინარაძე.

ცნობისთვის, მმართველმა პარტიამ ბორჯომში შეკრება დღეს დაიწყო, "ოცნება" 2 დღის განმავლობაში სამუშაო შეხვედრებს გამართავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი