"ფრაქციები "ლელო- პარტნიორობა საქართველოსთვის" და "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი" შემდეგ კვირაში ხელს მოვაწერთ ინტერფრაქციული ჯგუფის შექმნის შესახებ შეთანხმებას, რომელიც მუდმივად იმუშავებს საქართველოს NATO-ში გაწევრიანების საკითხებზე და ამ პროცესის დაჩქარებაზე", - ასეთ განცხადებას აკეთებს "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე პარლამენტში საჯარო დისკუსიის დასრულების შემდეგ.
მისივე თქმით, ასეთი შეხვედრები ხშირად გაიმართება. ფრაქციები საქართველოს განვითარების მიმართულებით, ეროვნული პროგრამის შემუშავებაზეც ფიქრობენ.
ფრაქციების, "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" და "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" ორგანიზებით დღეს, 19 ივნისს, პარლამენტში საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესაძლებლობების შესახებ საჯარო დისკუსია გაიმართა. შეხვედრაზე განიხილავდნენ "დიდი შვიდეულის", NATO-ს და აშშ-რუსეთის სამიტებს.