7 წლის ბავშვის წამება - საქალაქომ მშობელს ბავშვი ჩამოაშორა

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ წამების ფაქტზე დაკავებულ დედასა და მის მეუღლეს ბავშვი 6 თვით ჩამოაშორა. 

7 წლის ბავშვი სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ, ერთ-ერთ დაწესებულებაში გადავა.  

პროკურატურა ორივე ბრალდებულისთვის, დედისა და მამინაცვლისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს. დღესვე, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყება პროცესი, სადაც აღკვეთის ღონისძიების თაობაზე იმსჯელებენ.  

ცნობისთვის, შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ წამების ფაქტზე, არასრულწლოვნის მამინაცვალი - 1993 წელს დაბადებული ა.ს. და დედა - 1993 წელს დაბადებული მ.დ. თბილისში 18 ივნისს დააკავეს. დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი