შემოსავალდაკარგულ თვითდასაქმებულებს კომპენსაციისთვის განაცხადის შევსება შეუძლიათ

გამოქვეყნდა:

კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებული კომპენსაციების მიმღებ პირთა რეგისტრაცია დღეს დაიწყო და პირველ ივლისამდე  გაგრძელდება.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ, ბრიფინგზე იმ დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ ისაუბრა, რომელიც თვითდასაქმებულებმა კომპენსაციის მისაღებად უნდა შეავსონ.

თვითდასაქმებულებმა, რომლებიც რეგისტრირებული არიან შემოსავლების სამსახურში და 2020 წლის აპრილიდან დაკარგეს შემოსავალი, დღეიდან ექვსი კვირის განმავლობაში, განაცხადი უნდა შეავსონ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე. ამ ჯგუფში შედიან მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები, მეწარმე ფიზიკური პირები, პირები, რომლებიც ახორციელებენ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირები, ინდივიდუალური მეწარმეები, - ამბობს თამარ ბარკალაია.

მთავრობის გადაწყვეტილებით, თვითდასაქმებულები კომპენსაციას, პანდემიის ფონზე, ერთჯერადად მიიღებენ. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი