მეორედ აღზევებული "კახური კლანი" | ღარიბაშვილის გარემოცვამ მოსახლეობას ის მიწები წაართვა, სადაც მოსავალი ეთესათ

გამოქვეყნდა:

ირაკლი ღარიბაშვილის მეორედ გაპრემიერების შემდეგ ხელმეორედ აღზევდა მისი კლანიც და თან ყველა სახელისუფლებო დონეზე, როგორც ცენტრში, ისე რეგიონებში. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს დედოფლისწყაროს მაგალითზე, სადაც ღარიბაშვილების სამეგობრო დიდი ხანია ხელშეუხებელია.

ახლა იქ მარცვლეულის აღების სეზონია, თუმცა მოსავლის ასაღებად მისული 11 ფერმერი პოლიციის ძალით დააყაჩაღეს. ამ ადამიანებმა სახნავი მიწა 25-წლიანი იჯარით ჯერ კიდევ 10 წლის წინ აიღეს. მაგრამ სახელმწიფომ იგივე ტერიტორია კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე "ოცნების" ხელისუფლების პირობებში - ისევ იჯარით  გასცა. ოღონდ ძველი ხელშეკრულება არავის გაუუქმებია.

რამდენიმე დღის წინ მოსავლის ასაღებად მისულ ფერმერებს ადგილზე პოლიცია და ახალი მოიჯარეები დახვდნენ, ნაკვეთზე არ შეუშვეს და მოსავალი თავად წაიღეს. დაზარალებულები ხელს პირდაპირ ღარიბაშვილის გარემოცვას ადებენ, რომლებმაც ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების მოსავალი პოლიციის თანდასწრებით გაიტაცეს.

ნინა მაჩაბელის სიუჟეტი - "ღარიბაშვილის კლანი დედოფლისწყაროში"

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი