მეცნიერებმა პოლარული ნათების იდუმალი წარმომავლობა საბოლოოდ დაადგინეს

გამოქვეყნდა:

შეიძლება ითქვას, რომ პოლარული ნათება, ან მეორენაირად ჩრდილოეთის ციალი, დედამიწაზე ყველაზე თვალწარმტაცი სანახაობაა. ეს ფენომენი დედამიწის მაღალ განედებში ხდება და მეცნიერებს მის წარმომავლობაზე ფიქრი საუკუნეების განმავლობაში აჯადოებდა. მის გამომწვევ მიზეზებზე მრავალი სპეკულაცია არსებობს, თუმცა, ამ დრომდე არც ერთი არ დადასტურებულა.

აიოვას უნივერსიტეტში მომუშავე ფიზიკოსთა ჯგუფმა საბოლოოდ დაამტკიცა, რომ „კაშკაშა ციალი გეომაგნიტური შტორმების დროს ძლიერი ელექტრომაგნიტური ტალღებით წარმოიქმნება.

კვლევაში მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ეს ფენომენი, რომელსაც სხვანაირად ალფვენის ტალღებსაც უწოდებენ, ელექტრონებს დედამიწისკენ აჩქარებენ, შედეგად კი ნაწილაკები ჩვენთვის ნაცნობ სინათლის სანახაობას წარმოქმნის.

ჩვენმა გამოთვლებმა აჩვენა, რომ ამ ელექტრონების მცირე ნაწილს ალფვენის ტალღების ელექტრული ველი „რეზონანტულად ააჩქარებს“, ზუსტად ისე, როგორც სერფერს ტალღა, - ამბობს გრეგ ჰოუსი, ასოცირებული პროფესორი აიოვას უნივერსიტეტის ფიზიკისა და ასტრონომიის დეპარტამენტში. ის კვლევის თანაავტორია.

ელექტრონების ელექტრულ ველზე „სერფინგის“ იდეა პირველად რუსმა ფიზიკოსმა, ლევ ლანდაუმ 1946 წელს წამოაყენა. მას ლანდაუს დემპინგი ეწოდება. ახლა კი მისი თეორია ლაბორატორიულად დამტკიცდა.

მეცნიერებმა ციალის წარმოქმნის დაახლოებითი მექანიზმი ათწლეულების განმავლობაში იცოდნენ, თუმცა, ახლა მათ ისტორიაში პირველად, ჩრდილოეთის ნათების სიმულაცია ლაბორატორიაში, Large Plasma Device-ში მოახდინეს.

მკვლევრებმა 20 მეტრის სიგრძის სქელ მილში მძლავრი მაგნიტებით დედამიწის მსგავსი მაგნიტური ველი შექმნეს. მათ ამ მილში ზუსტად ისეთი პლაზმა შექმნეს, რომელიც დედამიწის მახლობლად კოსმოსში არსებობს.

სპეციალურად დამზადებული ანტენის გამოყენებით, მოწყობილობაში ალფვენის ტალღები შევუშვით. წარმოიდგინეთ, რომ ეზოს სარწყავი შლანგი ზემოთ და ქვემოთ სწრაფად ვამოძრაოთ და დავაკვირდეთ, შლანგის გასწვრივ როგორ მოძრაობს ტალღა. ზუსტად ასე მოხდა ამ მოწყობილობაშიც, - ამბობს ჰოუსი. 

როდესაც ელექტრონებმა ტალღებზე „სერფინგი“ დაიწყეს, მეცნიერებმა იმის დასადგენად, თუ როგორ იღებენ ეს ელექტრონები ტალღიდან ენერგიას, სხვა სპეციალიზებული ინსტრუმენტი გამოიყენეს.

მიუხედავად იმისა, რომ ექსპერიმენტმა ისეთი ფერადი და ლამაზი ნათება არ შექმნა, როგორსაც ჩრდილოეთისკენ მცხოვრები ადამიანები ხედავენ ცაზე, თუმცა, მეცნიერების მიერ ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევებმა დაამტკიცა კომპიუტერული სიმულაციებითა და მათემატიკური კალკულაციებით გაკეთებული პროგნოზები, რომ ალფვენის ტალღებზე მოსერფინგე ელექტრონებს ძლიერი აჩქარება (დაახლოებით 72 მილიონი კმ/სთ) და ციალის გამოწვევა შეუძლია.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი