31 000 წლის წინ, მასიური აისბერგები კანადიდან ფლორიდაში გადაადგილდა

გამოქვეყნდა:

ტალღების ქვემოთ, ოკეანის სიღრმეში გიგანტური აისბერგების ეპიკური მიგრაციის მიერ დატოვებული და დიდი ხნის განმავლობაში დამალული კვალია გრავირებული. ამ აისბერგებმა ოკეანეში ათასობით კილომეტრი იცურეს და თავიანთი კვალიც დატოვეს.

ახალ ნაშრომში, მეცნიერებმა რამდენიმე ასეთი აისბერგის კვალი გამოიკვლიეს, რომლებიც ჯამურად 5000 კილომეტრზე მეტი სიგრძისაა. ეს გიგანტური აისბერგები ჩრდილოაღმოსავლეთ კანადიდან ფლორიდაში მიგრირდა.

რადიონახშირბადული დათარიღებით ჩატარებულმა პირველმა ანალიზმა აჩვენა, რომ აისბერგების მიერ დატოვებული კვალები 31 000 წელზე მეტისაა, თუმცა, სრულიად შესაძლებელია, რომ ისინი უფრო ძველიც იყოს.

აისბერგების მიერ დატოვებული კვალი ოკეანის ფსკერზე.

მეცნიერების მიერ ჩატარებული მოდელირებების მიხედვით, ასეთი მასიური აისბერგების ასეთ სიშორეზე მიგრაციის ერთადერთი გზა ჰუდსონის ყურეში არსებული მყინვარებიდან გამოყოფილი გამდნარი წყლის უზარმაზარი რაოდენობაა.

მკვლევართა თქმით, სიმულაციები იმასაც მიუთითებს, რომ აისბერგებს ფლორიდაზე უფრო შორ  მანძილებზე (მაგალითად, ბერმუდა და ბაჰამა) შეეძლოთ მიგრირება. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი