ბობოყვათის აქციაზე დაკავებული ოთხი პირი 2 000 - 2 000 ლარით დააჯარიმეს

გამოქვეყნდა:

ბობოყვათში გამართულ აქციაზე ოთხი პირი დააკავეს. მათ ბრალი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის აქვთ წარდგენილი. ბათუმის საქალაქო სასამართლომ თითოეული მათგანი 2 000 - 2 000 ლარით დააჯარიმა.

აქციის მონაწილეები პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობენ, ისინი ჯარიმის გადახდას არ აპირებენ და ამბობენ, რომ პოლიციის ეს ქმედება მათი დაშინებისკენ იყო მიმართული. 

აქციის მონაწილეები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. ბობოყვათის მიწების დაბრუნებისთვის 7 გვარის 150-ზე მეტი ოჯახი დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვას აპირებს.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი