ვიღაცის ინტერესშია, ბავშვები განცალკევებული იქნენ მშობლებისგან - ადვოკატი ბავშვის წამების საქმეზე

გამოქვეყნდა:

არასრულწლოვნის მიმართ, ჯგუფური წამების საქმეზე ბრალდებულების ადვოკატი ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ  დღევანდელ სასამართლოზე დაკავებულების გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს

"დაცვის მხარე დღეს დააყენებს აღკვეთი ღონისძიების გარეშე, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლების საკითხს, ვინაიდან საქმეში არ არის არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მისი მხრიდან ბავშვის წამების ფაქტს. ჩვენ ვთვლით, რომ ეს ბრალდება არის შეთითხნილი და ვიღაცის ინტერესში არის, რომ ეს ბავშვები განცალკევებული იქნენ მშობლებისგან",- ამბობს ადვოკატი.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლო სხდომა დაიხურა, რადგან საქმე არასრულწლოვანს ეხება.

შსს-მარასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ წამების ფაქტზე, არასრულწლოვნის მამინაცვალი - 1993 წელს დაბადებული ა.ს. და დედა - 1993 წელს დაბადებული მ.დ. თბილისში 18 ივნისს დააკავა. 

საქართველოს პროკურატურამ 6 წლის ბავშვის წამების ფაქტზე, ბავშვის დედას და მის მეუღლეს ბრალდება გუშინ, 19 ივნისს წარუდგინა. 

ბრალდებულები ბრალს არ აღაიარებენ. დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ავტორი: საბა ბუაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი