საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის შემდეგ აღარ გახანგრძლივდება - ამის შესახებ განცხადება პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ გააკეთა.
მისი განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღეს.
საქართველოს მთავრობამ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ღრმა ანალიზის შემდგომ მიიღო გადაწყვეტილება, 22 მაისის შემდგომ პრეზიდენტს და შესაბამისად, პარლამენტს აღარ მიმართოს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების გაგრძელების მიზნით, - განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს ამოქმედდა.