დღე მეორე - ბორჯომში, "ოცნების" გასვლითი შეხვედრა გრძელდება

გამოქვეყნდა:

ბორჯომში "ქართული ოცნების" უმრავლესობისა და მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრები გრძელდება.

მმართველი გუნდის მტკიცებით, შეხვედრებზე საკადრო ცვლილებებსა და თვითმმართველობის არჩევნებზე არც გუშინ და არცც დღეს საუბარი არ არის და ამბობენ, რომ ორი დღის განმავლობაში მთავრობის ათწლიან გეგმას განიხილავენ.

ცოტა ხნის წინ სასტუმროს ტერიტორია დატოვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, თუმცა მედიასთან კომენტარი არც ერთ მათგანს არ გაუკეთებია.

პარტიის შეკრება ირაკლი ღარიბაშვილის ორგანიზებით გაიმართა.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი