რვა მარტის შეთანხმება - "ოცნებასა" და ოპოზიციას შორის დაპირისპირება მწვავდება

გამოქვეყნდა:

ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები ისევ ჩიხშია - რა ბედი ელის საკონსტიტუციო ცვლილებებს და რა სისტემით ჩატარდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები. "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის რვა მარტს მიღებული შეთანხმების მიუხედავად, საარჩევნო სისტემის ბედი ისევ გაურკვეველია. 

უმრავლესობაში ამბობენ, რომ ქვეყნის მთავარ კანონში ცვლილებების შესატანად მმართველ პარტიას ხმები არ ჰყოფნის. "ქართული ოცნება" შეთანხმების დარღვევაში ოპოზიციას ადანაშაულებს, ოპოზიცია კი პირიქით. ერთადერთი, ვისაც საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება სურს, ეს ივანიშვილი და მისი გუნდია - ამბობენ ოპოზიციაში. 

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, თუ "ოცნება" პოლიტპატიმრებს არ გაათავისუფლებს, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ. ამ პოზიციას არ ეთანხმება ეკა ბესელია. უმრავლესობიდან დემარშით წასული დეპუტატი ოპოზიციას ცვლილებების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი