სურათებით წამებისა და ძალადობის ფაქტი არ იკვეთება - ბავშვის წამებისთვის დაკავებულების ადვოკატი

გამოქვეყნდა:

6 წლის ბავშვის წამების ბრალდებით დაკავებული წყვილის ადვოკატი ამბობს, რომ მედიაში გავრცელებული ფოტომასალებში, რომლებზეც 6 წლის ბავშვის დაზიანებები ჩანს, წამებისა და ძალადობის ფაქტები არ იკვეთება. მუხრან ღურწკაიას თქმით, უცნობია საიდან არის სურათები.

ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე თქვა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას ისინი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ეს სურათები, რომლებიც მედიასაშუალებებში გავრცელდა, დევს საქმის მასალებში. ამ სურათებით წამებისა და ძალადობის ფაქტი არ იკვეთება, იმიტომ რომ არ ვიცით, საიდან არის ეს სურათები",- თქვა მუხრან ღურწკაიამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ

6 წლის ბავშვის წამების ბრალდებით დაკავებულ წყვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის სახით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი