პოლიციამ აჭარის მთავრობის სახლთან, აქციის მონაწილეები დააკავა

გამოქვეყნდა:

აჭარის მთავრობის სახლთან მომხდარი დაპირისპირების დროს პოლიციამ  10-მდე  აქტივისტი დააკავა. დაპირისპირება კი კარვების გაშლის მცდელობას მოჰყვა, რის საშუალებაც აქციის მონაწილეებს პოლიციამ არ მისცა.

ბათუმში ძმები წულუკიძეებისა და ჭელიძეების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების თქმით, დაკავებულების მიმართ პოლიტიკური დევნა და პოლიტიკური ანგარიშსწორება მიმდინარეობს, შესაბამისად სასამართლოც პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს იღებს. 

ძმები წულუკიძეები შსს-მ 15 აპრილს,  გუმათში, ნამოხვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობის შემდეგ დააკავა. სულ 6 პირია დაკავებული და პოლიცია მათ ჯგუფურ ძალადობას ედავება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი