პარლამენტის წინ ისევ 20 ივნისის აქცია გაიმართა - შეკრებილი ადამიანების მოთხოვნები ორი წლის თავზე დიდად არ შეცვლილა: ისინი ისევ რუსულ ოკუპაციას აპროტესტებდნენ, 20 ივნისის მოვლენების დამნაშავეთა დასჯას მოითხოვდნენ და - ეს წინა წლებში არ ყოფილა - აპროტესტებდნენ ამნისტიის კანონპროექტს.
პარალელურად, დაზარალებულებს სარჩელი აქვთ შეტანილი სტრასბურგის სასამართლოში. კარგავს თუ არა აზრს ეს სარჩელი მას შემდეგ, რაც პარლამენტი ამნისტიის კანონს დაამტკიცებს?
იურისტი დიმიტრი ნოზაძე ამბობს, რომ სტრასბურგში საქმის გასაჩივრება აზრს არ კარგავს, რადგან "სტრასბურგის სასამართლომ უნდა დაადგინოს, არის თუ არა დარღვევა".