გახარიას პრემიერმინისტრად დანიშვნა შეცდომა იყო - ვოლსკი

გამოქვეყნდა:

"დღემდე, ამ წუთამდე, საქართველოს შიდა გამოწვევა იმასთან დაკავშირებით, რომ დესტაბილიზაცია მოხდეს, არის აქტუალური და ამ შესაძლო განვითარებას პირადაპირ ხელი შეუწყო ამ ნაბიჯმა, რაც გადადგა საქართველოს პრემიერმინისტრმა", - ასეთ განცხადებას აკეთებს "ქართული ოცნების" დეპუტატი გია ვოლსკი "პალიტრანიუსის" ეთერში.

ვოლსკი, პარტიის თავმჯდომარის მსგავსად, მიიჩნევს, რომ ექსპრემიერი და ერთ დროს "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი გიორგი გახარია "კონსპირაციულ შეთანხმებაში" იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან.

ჟურნალისტის შეკითხვაზე კი შეცდომა იყო თუ არა გიორგი გახარიას პრემიერმინისტრად დანიშვნა ვოლსკი პასუხობს, რომ შეცდომა იყო: "კი, ვფიქრობ, რომ შეცდომა იყო", - ამბობს ვოლსკი.

ცნობისთვის, 18 თებერვალს, მაშინ როდესაც გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა ვოლსკი ამბობდა, რომ ის "ღირსეული პრემიერი იყო და მისმა საქციელმა გული დაწყვიტა".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი