პარლამენტთან სარეაბილიტაციო სამუშაოები პანდემიის გამო შეფერხდა - კალაძის განმარტება

გამოქვეყნდა:

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ზუსტი თარიღი უცნობია. თბილისის მერი „სირცხვილიას“ განცხადებას პასუხობს, სადაც სამოქალაქო აქტივისტებმა მას სარეაბილიტაციო სამუშაოებში დახმარება შეთავაზეს.

კალაძე არ აკონკრეტებს, როდის დასრულდება სამუშაოები. კახა კალაძემ „მთავარი არხი“ სიცრუეში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. თბილისის მერის გაღიზიანება ჟურნალისტის იმ კითხვამ გამოიწვია, რომელიც მის მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ზუსტი დროის დასახელებას ეხებოდა.

თბილისის მერის განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები პანდემიის გამო გადაიდო.

სამუშაოებს რაც შეეხება, ახლაც მიმდინარეობს. თუმცა, გარკვეული პრობლემები იყო, როგორც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, სხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობდა. შეფერხებები იყო არსებული პანდემიის გამო, - განაცხადა კახა კალაძემ.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია თბილისის მერიამ 21 იანვარს შემოღობა და სამუშაოები ორი თვის წინ უნდა დასრულებულიყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი