
ოქრუაშვილის ეშინიათ და ციხიდან ამიტომ არ უშვებენ - ამის შესახებ 20 ივნისს დაკავებულმა, პოლიტპატიმარმა ბესიკ თამლიანმა გადაცემაში "დღის სტუმარი" ისაუბრა.
ისინი [ოცნება] ცდილობდნენ, ჩემი გათავისუფლებით ქულები დაეწერათ მაგრამ ეს ფაქტობრივად, იაფფასიანი ტრიუკი იყო. ოქრუაშვილის ეშინიათ და იმიტომ არ უშვებენ, მაინც პოლიტიკური მოღვაწეა, შეიძლება რაღაცა იცის, პოლიტიკურად არ უნდათ, იაქტიუროს.. მაგათ ახლა ყველაფრის ეშინიათ, საკუთარი ჩრდილისაც კი, - ამბობს თამლიანი.
შეგახსენებთ, რომ ბესიკ თამლიანი 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დააკავეს, თითქმის ცხრათვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ კი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.