„ქართული ოცნების“ დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, საგამოძიებო კომისიამ უკვე გადათვალა 20 უბანი, სულ გადათვლილია 60 საარჩევნო უბანი და აღმოჩნდა, რომ სახეზეა მხოლოდ ტექნიკური ხარვეზები, რომლებიც არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ იქონიებდა:
"პარლამენტის საგამოძიებო კომისიას ვაკვირდებით და დასტურდება, რომ სრულად ყალბი იყო ის კამპანია, რომელსაც ოპოზიცია არჩევნების გაყალბების თაობაზე აწარმოებდა"- ამბობს პაპუაშვილი.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია საგამოძიებო კომისიის მიერ ცესკო-ს თავმჯდომარის მოსმენა და იმის გაგება, თუ როგორია პირადად მისი შეფასება ხარვეზებზე, რომელიც არჩევნებს ახლდა თან.
თამარ ჟვანიას კომისიაზე დღეს ელოდებიან