კიდევ ერთი პრორუსული პოლიტიკური პარტია - კრემლის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციას გრიშა ონიანი უდგება სათავეში.
ის დღეს გორში მერთან შესახვედრად ჩავიდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მერიაში "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი შენიშნეს, კონსტანტინე თავზარაშვილმა შეხვედრა გადაიფიქრა და ონიანი აღარ მიიღო.
თავად ონიანმა კი პასუხების გაცემის ნაცვლად "მთავარის" ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა.
"თქვენი დედის *** და მამის შიმშილი. როგორც შენ უფროსს არ რცხვენია, ისე მე არ მრცხვენია, იმ კუდიანს. შენ ბევრი უფროსი გეყოლება იმიტომ, რომ მონად ხარ დაბადებული.
კიდევ უნდა დაგიჭიროთ და კიდევ ერთხელ უნდა მო****ნათ, იმისთვის ჩამოვედი", - თქვა ონიანმა.
ონიანის თანაგუნდელის თქმით, პარტიას "გრიგოლ ონიანი 21-ე საუკუნე" ერქმევა. ყრილობა კი, გორში 3 ივლისს ერისთავის სახელობის თეატრში გაიმართება.
ყრილობის პარალელურად ადგილზე შეიკრიბებიან აქტივისტების, რომლებიც ოკუპირებულ ქვეყანაში კიდევ ერთი პრორუსული პარტიის დაარსებას გააპროტესტებენ.