მეორე რიგი გავსებულია კომიტეტის თანამშრომლებით, რომ სხდომას დაინტერესებული პირები ვერ დაესწრონ - დოლიძე

გამოქვეყნდა:

პარტია "ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე ამბობს, რომ პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დარბაზში, სხდომის დაწყების წინ ადგილებს კომიტეტის თანამშრომლები წინასწარ იკავებენ, რათა კრიტიკულად განწყობილმა დაინტერესებულმა პირებმა სხდომაზე დასწრება ვერ შეძლონ.

დოლიძე ამას "ტრადიციულ ხრიკს" ეძახის და კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართავს, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საკითხის განხილვა დიდ დარბაზში გადაიტანონ.

ნორმალური თუ არის, რომ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე მოქალაქეები დასასწრებად იბრძოდნენ. ჩვენ ვითხოვთ, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო საკითხი გადატანილ იქნას დიდ დარბაზში, სადაც ნორმალურად და მშვიდ ატმოსფეროში მოხდება ამის განხილვა, - თქვა ანა დოლიძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი