დედამიწის 27-მილიონ წლიანი „გულისცემა“ | შემდეგი დარტყმა დიდ გადაშენებას გამოიწვევს

გამოქვეყნდა:

უკანასკნელ 260 მილიონ წელიწადში დინოზავრები გაჩნდნენ და გადაშენდნენ, პანგეა კუნძულებად და კონტინენტებად გაიყო და ადამიანებმა ჩვენი საცხოვრებელი გარემო უსწრაფესად და შეუქცევადად შეცვალეს.

ამ ყველაფრისას, როგორც ჩანს, დედამიწა რითმს ინარჩუნებს. უძველეს გეოლოგიურ მოვლენებზე ჩატარებული კვლევის თანახმად, ჩვენს პლანეტას გეოლოგიური აქტივობის ნელი, მაგრამ მყარი „გულისცემა“ აქვს, რომელიც დაახლოებით ყოველ 27 მილიონ წელიწადში ერთხელ „ფეთქავს“.

ეს მოვლენები მოიცავს ვულკანურ აქტივობებს, მასობრივ გადაშენებებს, ფილების რეორგანიზაციებსა და ზღვის დონის ზრდას. ჩვენ გაგვიმართლა, რადგან მკვლევრების განცხადებით, შემდეგი „პულსი“ 20 მილიონ წელიწადში იქნება.

მრავალი გეოლოგი ფიქრობს, რომ გეოლოგიური მოვლენები შემთხვევითია. მაგრამ ჩვენს კვლევაში საერთო ციკლის არსებობა სტატისტიკურად გვაქვს დამტკიცებული, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს გეოლოგიური მოვლენები ერთმანეთთან კავშირშია და შემთხვევითი არ არის. - ამბობს მაიკლ რამპინო, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის გეოლოგი და კვლევის მთავარი ავტორი.

მკვლევრებმა ბოლო 260 მილიონ წელიწადში მომხდარი და კარგად შესწავლილი 89 გეოლოგიური მოვლენა მათი ასაკის მიხედვით ხელახლა გააანალიზეს და სწორედ ამაზე ააგეს თავიანთი ნაშრომი.

როგორც ქვემოთ მოცემულ გრაფაზე ხედავთ, ზოგჯერ დედამიწაზე მძიმე პერიოდი იდგა - რვაზე მეტი ასეთი „სამყაროს შემცვლელი“ გეოლოგიური მოვლენა დროის მოკლე პერიოდში, რის შედეგადაც გრაფაზე კატასტროფული „პულსი“ წარმოიქმნება.

მეცნიერების თქმით, მათი შედეგები იმაზე მეტყველებს, რომ ეს გეოლოგიური მოვლენები ერთმანეთთან ზოგად კავშირშია და ეს კავშირი 27,5 მილიონ წლიანი ციკლია.

კვლევა ჟურნალში Geoscience Frontiers გამოქვეყნდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი