
თუ ვინმეს კითხვები აქვს, როგორ იმუშავა მთავრობამ ეპიდემიის პირობებში, ამაზე უკვე პარლამენტში ვისაუბრებ, - ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა და ოპოზიციის შეკითხვებზე პასუხის გასაცემად მზადყოფნა გამოთქვა.
"მესმის, რომ საზოგადოებაში დაგროვდა გარკვეული, მათ შორის საინტერესო და ობიექტური კითხვები, როგორ მოქმედებდა მთავრობა საგანგებო მდგომარეობის პირობებში და ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, მინდა განვაცხადო მზაობა, როგორც პირადად ჩემი, ასევე მთავრობის თითოეული წევრის მხრიდან, მათ შორის, პარლამენტში" - ამბობს გახარია.
საპარლამენტო ოპოზიციაში აცხადენ, რომ მთავრობის მეთაურმა ყველა იმ კითხვას უნდა გასცეს პასუხი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, მთავრობის ანტიკრიზისულ და პოსტკრიზისულ გეგმას, ეკონომიკურ კრიზისს, სიღარიბესა და სოციალური დახმარების პაკეტებს ეხება.
პრემიერმინისტრს პარლამენტში თვის ბოლომდე მისვლას ინტერპელაციის წესი ავალდებულებს.