რატომ მონაწილეობს "ოცნება" "მთავარი არხის" გადაცემებში - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "გიორგი გაბუნიას ინტერვიუ ხელისუფლებასთან" ისაუბრა.
თუ ვინმე იტყვის იმას რომ მთავარი წყარო არის ხელისუფლება პოლარიზაციის, ჩვენ გვინდა, რომ ეს ნარატივიც გავაქროთ, იმიტომ რომ თუ მეორე მხრიდან, თუ ოპოზიციის მხრიდან თუ ვინც არ უნდა იყოს, იქნება კონსტრუქციული, საქმიანი საუბარი და საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული ქმედებები, საუბარშიც გამოხატული და თუნდაც კანონშემოქმედებითი და ა.შ. ჩვენ პოლარიზაცია საერთოდ არაფერში არ გვჭირდება. არ არის ეს ჩვენი დღის წესრიგი, ჩვენი ინტერესი, მაგრამ ხშირად გვიწევს მოგერიება "ფეიკ"-შეტევების, ხშირად გვიწევს პოპულიზმის განეიტრალება, და ამ დროს კულისებში, იქ სადაც მედია არ წვდება, არ ინტერესდება სამწუხაროდ, საქმეს ვაკეთებთ. ამიტომ საზოგადოებაში ხშირად ჩნდება განცდა, რომ ჩვენ მხოლოდ დაკავებული ვართ ურთიერთბრალდებებით, კინკლაობით, პოლიტიკური დებატებით, პოლიტიკური ურთიერთბრალდებებით, მაგრამ ჩვენ გვიწევს, ამ შემთხვევაში კარგი გაგებით, პარალელურას, ძალიან ბევრი საქმის კეთება.
თქვენ გყავთ მაყურებელი, რაღაც ნაწილი, შეიძლება მცირე ნაწილი იყოს საზოგადოების, რომელიც შეიძლება საერთოდ არ უყურებდეს სხვა არხს. ისევე როგორც სხვა არხს შეიძლება ჰყავდეს ასეთი მაყურებელი და ჩვენი მიზანია, რომ ამ აუდიტორიამდეც ჩვენი სათქმელი მივიტანოთ... ინფორმაციის ნაკლებობის გამო არავის არ უნდა შეეზღუდოს იმის საშუალება, ვინ მოეწონოს, ვინ არ მოეწონოს და ა.შ, - ამბობს მდინარაძე.