"ორსაათიანი პროვოკაცია იყო ოპოზიციის, ნიკა მელიას ხელმძღვანელობით, როგორც იქ ვუყურებდით, ხო. ორსაათიანი იყო, ორწუთიანი ხომ არ იყო, რომ რაღაცაზე ვიკამათოთ. ორი საათი ვუყურებდით პირდაპირ ეთერში მთელი ქვეყანა, როგორ სცემდნენ პოლიციელებს და თქვენ პიარულად იმდენად ცდილობთ ხოლმე რომ შემოატრიალოთ ეს ნარატივი ხანდახან, თქვენი აზრით, გამოგდით ისიც, რომ ესეც შეიძლება გადატეხოთ და არ გამოვა ეს, დამიჯერეთ. მე ვლაპარაკობ ტელევიზიებზე, მედიასაშუალებებზე, პოლიტიკოსებზე... ყველანი ერთად არიან მცდელობაში იმის, რომ იმდენად... ბოდიში, ამას მე დავარქვი პიარული თავხედობა, რამდენჯერმე გამოვიყენე ეს ტერმინი... იმდენად პიარულ თავხედობას მიმართავენ, რომ ორი საათი რაც ჩვენ გვაქვს ჩვენი თვალით და საზოგადოებას ჩვენი თვალით ნანახი, იმ ნარატივის შემოტრიალებას, ასე კი არ იყო, სხვანაირად იყოო".
- ამბობს მამუკა მდინარაძე 20 ივნისის სისხლიან ღამესთან დაკავშირებით "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "გიორგი გაბუნიას ინტერვიუ ხელისუფლებასთან".