სლუცკი და კოვალიოვის ჩამოსვლა თუ არ იყო პრობლემა, გავრილოვი ვინ იყო ისეთი - მდინარაძე 20 ივნისზე

გამოქვეყნდა:

20 ივნისზე და კომუნისტი გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანაზე საუბრისას მამუკა მდინარაძე 2016 წელს იხსენებს და ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობისა და პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის გადაწყვეტილებით, მაშინ ქვეყანაში სლუცკი და კოვალიოვი ჩამოიყვანეს, თუმცა ეს ფაქტი არავის შეუმჩნევია.

"სლუცკი და კოვალიოვი ჩამოიყვანეს 2016 წელს, აწყობდათ იმიტომ, რომ მაშინ ნაცმოძრაობაში იყო და შემდეგ ე.წ. ევროპული საქართველოს რიგებში, ამ ადამიანის მხარდასაჭერად. ეფ -ეს-ბეს ყოფილი ხელმძღვანელი. ​ნაცმოძრაობის მხარდასაჭერად იყო ჩამოსული" - ამბობს მდინარაძე

გიორგი გაბუნიას კითხვაზე, ვინ ჩამოიყვანა, მდინარაძე პასუხობს:

"უსუფაშვილის და ნაცმოძრაობის გადაწყვეტილება იყო. ძალიან არ მინდა, რომ დავით უსუფაშვილს ტელევიზიიდან შევუტიო, მაგრამ რეალობა ეს იყო" - ამბობს მდინარაძე "მთავარი არხის" ეთერში. 

მდინარაძის თქმით, სლუცკი და კოვალიოვი გიგი წერეთლის მხარდასაჭერად ჩამოიყვანეს, რომელსაც იმ პერიოდში, ეუთოში, მაღალ თანამდებობაზე ირჩევდნენ

"სლუცკი და კოვალიოვის ჩამოსვლა თუ არ იყო პრობლემა ამ ქვეყანაში, გავრლიოვი ვინ იყო ისეთი, თან ასამბლეის ფარგლებში"  ამბობს მდინარაძე გადაცემაში გიორგი გაბუნიას ინტერვიუ ხელისუფლებასთან.

მდინარაძე იქვე აღნიშნავს, რომ ის დღე "ქართული ოცნების" შეცდომა იყო, "მაგრამ არა ისეთი, რომელზეც შეიძლებოდა თავის თეატრალური გაგიჟება".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი