მდინარაძე ენმ-ს აგვისტოს ომის მტკიცებულებების გაქრობაში ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

7 აგვისტოს ხელი მოუწერეს რუსებს და პირდაპირ დააბრალეს კასეტური ბომბების გამოყენებით საომარი მოქმედებების დაწყება საქართველოს - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "გიორგი გაბუნიას ინტერვიუ ხელისუფლებასთან" საუბრობს.

7 აგვისტოს ხელი მოუწერეს რუსებს ე.წ. ამედმენტები რომ ჩაიდო რუსების მიერ, იმაზე მოუწერეს ხელი და პირდაპირ დააბრალეს კასეტური ბომბების გამოყენებით საომარი მოქმედებების დაწყება საქართველოს და ამის ავტორი ხალხი, რომელმაც ასეთი ტყუილი დააბრალა ამ ქვეყანას... ამ წუთიდან ველოდები, ისკანდერის ნაწილი როდის იქნა მოძიებული, ამაზე პასუხი გაგვცენ, - ამბობს მდინარაძე. 

აქვე, მამუკა მდინარაძე განმარტებას სთხოვს "ნაციონალურ მოძრაობას", რომელსაც აგვისტოს ომის მტკიცებულებების გაქრობაში ადანაშაულებს.

2012 წლამდე, ისკანდერის, მთავარი მტკიცებულება რაც იყო რუსების იმ მავნებლური საქციელის და ომის დაწყებისაც და კასეტური ბომბების გამოყენებისაც, მთავარი მტკიცებულება, ისკანდერის ნაწილები გაქრა და შემდეგ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მეშვეობით მოვიძიეთ. "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოიძიეს ეს ნაწილები რაც ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება არის იმ საქმეებში, სადაც შედეგი უკვე მივიღეთ სტრასბურგში - აღნიშნავს მდინარაძე.

მისივე თქმით, ომი საქართველოს არ დაუწყია და საომარი მოქმედებები, რუსეთის მხრიდან, რამდენიმე დღით ადრე დაიწყო.

მთავარი იცით რა არის? სიმართლე რაშია, რომ ომი საქართველოს არ დაუწყია. მარტივი ჭეშმარიტებაა. რა თქმა უნდა, არ დაუწყია. მანამდე ისეთი რაღაცები მოხდა, 5-ში დაჭრილი ბიჭები იყვნენ, სროლის შედეგად, რუსული მხრიდან და ვინ იბრძოდა და ვინ რას აკეთებდა ვერც არკვევდნენ ისინი წესიერად და 5-ში, 4-ში და 6-ში სროლები იყო და როგორ შეიძლებოდა ამის ფონზე, გელაპარაკა და მხარი დაგეჭირა, რომ საომარი მოქმედებები დაიწყო 7 აგვისტოსო, - ამბობს მამუკა მდინარაძე.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი