პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც საარჩევნო კოდექსში შემავალ ცვლილებებს განიხილავენ ხმაური იყო. არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელს ბეჟან გუნავას და კიდევ ერთ პირს კომიტეტის სხდომა ანრი ოხანაშვილის მითითებით მანდატურებმა დაატოვებინეს.
სწორედ კოდექსში შემავალ ცვლილებას მოჰყვა შელაპარაკება, რომელსაც გუნავა არ ეთანხმებოდა.