გახარია პარლამენტში მიდის - ოპოზიციას მთავრობის ეკონომიკური გეგმა აინტერესებს

გამოქვეყნდა:

ოპოზიციას პრემიერ-მინისტრისგან ყველაზე მეტად კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმა აინტერესებს. ისინი შესაბამის კითხვებს გიორგი გახარიას პარლამენტში დაუსვამენ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში მისვლას აპირებს. ოპოზიციამ მთავრობის მეთაური ინტერპელაციის წესით დაიბარა და შესაბამისი კითხვებიც გადაუგზავნა. ინტერპელაციის წესი კი მთავრობის მეთაურს დეპუტატების წინაშე გამოსვლას და მათ კითხვებზე პასუხების გაცემას ავალდებულებს. გიორგი გახარია დეპუტატების წინაშე, სავარაუდოდ, ათ დღეში წარდგება.

გასცეს პასუხი ამ სიღატაკეში ჩავარდნილი ქვეყნისათვის რა გააკეთა მთავრობამ, რას აპირებს, რა გეგმები აქვთ და ამ საგანგებო პერიოდში რატომ არის, რომ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომ მოქალაქეს ერთი თეთრიც კი არ მიუღია დახმარების სახით,- ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე.

"ევროპულ საქართველოში" კი აცხადებენ, რომ დეპუტატების წინაშე პრემიერი ეკონომიკური კრიზისიდან გამოსასვლელი ეკონომიკურ გეგმით უნდა წარსდგეს და არ ისაუბროს მხოლოდ იმაზე, თუ რა გააკეთეს ამ პერიოდში.

ოპოზიციას ექნება კონკრეტული კითხვები. ეს კითხვები უკავშირდება ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებს და ის ნაბიჯები რომელიც უნდა გადაიდგას გამოსასწორებლად. ის, რაც აქამდე მოვისმენეთ ხელისუფლებისგან, დაგვიანებულია, არაადეკვატურია და არასამკარისია, - ამბობს სერგი კაპანაძე.

"ქართული ოცნების" წევრები ამბობენ, რომ პრემიერმინისტრს პარლამენტში მისვლისა და კითხვებზე პასუხების გაცემის პრობლემა არ აქვს და გახარია საკნონმდებლო ორგანოში მივა როგორც ინტერპელაციის წესით, ისე წლიური ანგარიშითაც.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი