ნავალნის მხარდამჭერი რუსი ბიზნესმენი თავშესაფარს ითხოვს - პროცესი დღესაა ჩანიშნული

გამოქვეყნდა:

ნავალნის მხარდამჭერი რუსი ბიზნესმენისთვის, სერგეი ბოკარევისთვის თავშესაფრის მიცემის საკითხს სააპელაციო სასამართლო დღეს განიხილავს. მისი უფლებადამცველი ამბობს, რომ საქმეში არსებული გარემოებებით, ბოკარევს ყველა საფუძველი აქვს, რომ საქართველოში თავშესაფარი მისცენ.

თავად ბოკარევი კი იმედოვნებს, რომ სასამართლო მიუკერძოებელი იქნება და გადაწყვეტილებას მის სასარგებლოდ მიიღებს.

"ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან მჯერა, რომ მსოფლიოში სამართალი არსებობს. თუ რუსეთს ახლა ტირანი მართავს ადამიანი, რომელიც ფაქტობრივად დიქტატორია და მას შეუძლია ადამიანის ბედი გადაუწყვიტოს, მაშინ მსოფლიოში უნდა იყოს ადგილი, სადაც სამართლიანობა და კანონის უზენაესობა იქნება, რატომ არ უნდა იყოს ეს ადგილი საქართველო. თუ საქართველო მომხრეა სამართლიანობის და ადამიანების უფლებების დაცვის, ვფიქრობ, ეს სამართალი ჩემზეც უნდა გავრცელდეს",- თქვა სერგეი ბოკარევმა.

რუსეთისგან დევნილ ბიზნესმენს საქართველოდან რუსეთში ექსტრადირება ემუქრება. სერგეი ბოკარევი წლების წინ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ორგანიზაციას ფინანსურად მხარს უჭერდა. ამასთან, მას საჯაროდ აქვს დაგმობილი რუსეთის საგარეო პოლიტიკა საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებაში, რის გამოც რუსეთში მისი სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობდა.

ბოკარევი საქართველოსი 2018 წელს ჩამოვიდა, რის შემდეგაც ის დააკავეს და 9 თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს პირველმა ინსტანციამ მისი მოთხოვნა, თავშესაფრის მიღებაზე დააკმაყოფილეს, თუმცა ბოკარევს რუსეთში ექსტრადირება კვლავ ემუქრება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი