პარლამენტის უკანა შესასვლელიდან რკინის ბარიკადები აიღეს. რკინის ჯებირების გავლა ყველას უწევდა, ვინც საკანონმდებლო ორგანოში საშვის აღების შემდეგ შედიოდა.
ბარიკადები საკანონმდებლო ორგანოსთან ორი წლის წინ აღმართეს. პარლამენტთან რკინის კონსტრუქციები მას შემდეგ განლაგდა, რაც 20 ივნისის მოვლენების შემდგომ საპროტესტო აქციებზე რამდენჯერმე პიკეტი სცადეს.