პარლამენტის დღის წესრიგში ვერცერთი მოქალაქე ვერ იპოვის მასზე ზრუნვას - კირკიტაძე 

გამოქვეყნდა:

დახმარების მიღმა დარჩენილი სოციალურად დაუცველები ადამიანები. რატომ ვერ იღებენ ისინი ფულად შემწეობას და რატომ არ ეხმარება მათ სახელმწიფო - ამ საკითხზე "ნაციონალური მოძრაობის წევრმა, დავით კირკიტაძემ პარლამენტში ბრიფინგი გამართა.

"მე-10 მოწვევის პარლამენტი ამ კვირაში ასრულებს საგაზაფხულო სესიას, ბოლო კვირაში მაინც იმედი გვქონდა, რომ პარლამენტი ისაუბრებდა საქართველოს მოქალაქეებზე, თუმცა ამ კვირის დღის წესრიგში შესულია 30 საკითხი, საიდანაც არცერთი საკითხი არ ეხება საქართველოს მოქალაქეს. ამ 30 საკითხიდან საქართველოს  ვერცერთი მოქალაქე ვერ იპოვის მასზე ზრუნვას...

საქართველოს პარლამენტი არ ზრუნავს არცერთ მოქალაქეზე და არ უზრუნვია არცერთ მოქალაქეზე, სამაგიეროდ ის ზრუნავს საქართველოს პარლამენტის წევრზე, აი, ამ ადამიანზე მაჟორიტარზე ხულოდან, ბატონ ანზორ ბოლქვაძეზე, რომლის შვილსა და ბიძაშვილის 4 მილიონი ტენდერები შეახვედრეს და ეს არის საქართველოს პარლამენტი",- თქვა დავით კირკიტაძემ.

დავით კირკიტაძემ მოქალაქეებს განუმარტა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე მათ აქვთ შესაძლებლობა,  რეფერენდუმის გზით, გაუშვან უმრავლესობის დეპუტატები, რომლებიც "არ ზრუნავენ არცერთ ქვეყნის მოქალაქეზე". 

მისი აზრით, მოქალაქეებს ამ შემოდგომაზე უნიკალური შანსი აქვთ, რომ არჩევნები ხელისუფლების შესაცვლელად გამოიყენონ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი