"მთავარი არხის" ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის მამა, მიშა გახელაძე პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვა. ტყვეობაში მყოფი კაცის მამა მთავრობის მეთაურმა მის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ მიიღო.
ღარიბაშვილმა გახელაძეები ერთი თვის წინაც მიიღო და პირობა მისცა, რომ ზაზა სახლში 31 მაისამდე იქნებოდა. რაზე ისაუბრეს მხარეებმა და ამჯერად რა დაპირება მიიღო ოჯახმა ჯერ უცნობია.
ჩვენი ინფორმაციით, მიშა გახელაძე თბილისიდან ქვემო ჭალაში ამ წუთებში ბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, 23 ივნისს, ზაზა გახელაძის დაბადების დღეა და ოჯახის ულტიმატუმის ვადა იწურება. ისინი ხელისუფლების უმოქმედობის გამო აქციების დაწყებას აპირებენ. გახელაძეების თანასოფლელებები და ნათესავები სოფელ ქვემოჭალაში შეიკრიბებიან, ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალისკენ გადაინაცვლებენ და იქ გამოხატავენ პროტესტს.
სოფელ ერგენეთში კი სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები გამართავენ აქციას.