რა დონის პოპულისტია ხაბეიშვილი, დათვი დაუმატა რეზინისა და პლასტმასის ტყვიებს - თალაკვაძე 20 ივნისზე

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობას, უპასუხა და მათ გამოსვლას პოპულისტური უწოდა. ის დეპუტატ ლევან ხაბეიშვილის მერ 20 ივნისის აქციის დაშლისას გამოყენებული ტყვიის ფოტომ გააღიზიანა.

სიტყვით გამოსვლისას თალაკვაძე ამტკიცებდა, რომ აქციის დარბევისას ხელისუფლებას დათვისთვის განკუთვნილი ტყვიები არ გამოუყენებიათ.

"წარმოიდგინეთ, რა დონის პოპულისტია ლევან ხაბეიშვილი, მოსახლეობაზე როგორმე გავლენა რომ მოახდინოს, დათვი დაუმატა რეზინის და პლასტმასის ტყვიებს, რომელსაც სპეცდანიშნულების რაზმი ასეთ შემთხვევებში იყენებს. შენნაირი მონადირეები რომ ჰყავს ოპოზიციას, იმიტომ ხართ კარგ დღეში, რომ გგონია რომ დათვზე მაგ ტყვიებით ნადირობდნენ",- თქვა არჩილ თალაკვაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა პარლამენტში პერფორმანსის სახით 20 ივნისის ღამის ამსახველი ფოტო მასალა გააკრეს. ხატია დეკანოიძის თქმით, "ოცნების" წევრები უნდა შეეგუონ იმას, რომ საქართველოში შემოუშვეს ოკუპანტი, რომელიც პარლამენტში რუსულად მიმართავდათ და ამაზე პროტესტი არ ჰქონიათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი