"ევროპული საქართველოს" განცხადებით, მათთვის ცნობილი გახდა, რომ შსს-მ ხულოს რაიონის უშიშროების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი დასავლეთ საქართველოს გენერალური ინსპექციის უფროსად დანიშნა.
პარტია აცხადებს, რომ ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში ის აქტიურად იყო ჩართული ბიზნესთან "მძიმე ურთიერთობებში" და მის წინააღმდეგ რამდენიმე მნიშვნელოვანი საჩივარი იყო.
პარტიის წევრების განცხადებით, ბუბა ბოლქვაძე წარსულში არაერთ კორუფციულ სქემაშია მხილებული, მას ინვესტორები ბიზნესის რეკეტში ადანაშაულებდნენ, მაგრამ საქმეს სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია.
"ევროპულ საქართველოში" ამბობენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნებისათვის "სანდო კადრების" დაწინაურება დაიწყო.