სუს-იდან გაშვებული ბუბა ემზარ ბოლქვაძე ხელისუფლებამ დასავლეთ საქართველოში გენინსპექციის ხელმძღვანელად დანიშნა.
2019 წელს ემზარ ბოლქვაძე, საზოგადოებამ და ოპოზიციამ, მისი კორუფციული სკანდალის შემდეგ გაიცნო - ებრაელი ბიზნესმენები, მას კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებდნენ. ბიზნესის რეკეტში მხილებული ყოფილი მაღალჩინოსანი სუს-დან გაათავისუფლეს, თუმცა ადგილობრივი არჩევნების წინ, ის "ქართულ ოცნებას" ისევ გაახსენდა.
მმართველი გუნდის წევრები, ამ თემაზე "მთავარი არხის" შეკითხვებს არ პასუხობენ და ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ.
"თქვენ რომ ფეიქ ნიუსებს ავრცელებთ, მაგით, რომ მართო სახელმწიფო, დღეს ამ ქვეყანაზე დარჩებოდით მხოლოდ თქვენი პოლიტპროდიუსერი გვარამია და რამდენიმე ადამიანი", - ამბობს არჩილ თალაკვაძე.
მმართველი გუნდის ნაწილი კი ამბობს, რომ ბუბა ემზარ ბოლქვაძის სახელი არასდროს გაუგია.