
სამწუხაროდ მაგ გზას დაადგა - აცხადებს პოლიტოლოგი ნოდარ ხარშილაძე ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადების შეფასებისას, სადაც დეპუტატი "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, არ დაადგეს იანკუკოვიჩის გზას.
"მთავარი არხის" ეთერში გადაცემაში "დღის სტუმარი" საუბრისას ხარშილაძე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი სწორედ იანუკოვიჩისა და მოლდოველი ოლოგარქის, ვლადიმერ პლახატნიუკის გზას ადგას და ამით დასავლეთის ფინანსურ დახმარებებს საფრთხე ექმნება. ხარშილაძის თქმით, ევროკავშირმა მოლდოვას გაფრთხილებებიც ასე დაიწყო და შემდეგ დახმარება სრულად შეუწყვიტა.
სამწუხაროა, რომ ხალხი დაზარალდება ამით. ბიძინა ივანიშვილი დაზარალდება თუ არა ეს ნაკლებად მაღლევებს.. ადგას აშკარად რუსული ტიპის ოლოგარქის გზას და სამწუხაროა იმიტომ, რომ ბევრად ჯობია ქვეყნისთვის ცივილურად მოხდეს ხელისუფლების გადაბარება და არ მოუწიოს სხვა მეთოდებით წასვლა ქვეყნიდან, - ამბობს ხარშილაძე.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარები და ამერიკელი გავლენიანი კონგრესმენები საქართველოს ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში არ არის გამორიცხული ქვეყანამ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მსხვილი ფულადი დახმარება ვეღარ მიიღოს. გაფრთხილება ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, გერმანელმა დეპუტატმა, ანდრიუს კუბილიუსმაც გააკეთა და "მთავარ არხთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს ხელისუფლებას ურჩია, არ დაადგეს იანუკოვიჩის გზას.