ვაშაძე ამბობს, რომ თუ შარლ მიშელის შეთანხმება არ შესრულდება, პარლამენტიდან "როგორც შევიდა, ისე გამოვა"

გამოქვეყნდა:

პარლამენტის დეპუტატის, ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" წევრის, გრიგოლ ვაშაძის თქმით, თუ საკანონმდებლო ორგანო შარლ მიშელის დოკუმენტს არ შეასრულებს პარლამენტის "აბსოლუტურად წყნარად" დატოვებს: 

"პატიოსან სიტყვას გაძლევთ, მე თუ შევხედე სადღაც ექვს თვეში, რომ ეს პარლამენტი ძველ გზას უბრუნდება და ამ დოკუმენტის მიუხედავად არაფერი სასიკეთო არ არის, როგორც შევედი, ისე გამოვალ... დაგვრჩა ერთი საარჩევნო რეფორმის საკითხი. თუ აღმოჩნდა, რომ არაფერ სასიკეთოსკენ არ მივდივართ და ჩვენ ვერ მივიღებთ ისეთ საარჩევნო სისტემას, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გამორიცხავს გაყალბებას, მოქალაქის უნდობლობას არჩევნების შედეგების მიმართ, აბსოლუტურად წყნარად გამოვალ იქიდან“, - ამბობს ვაშაძე "ფორმულას" ეთერში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი