პარლამენტმა მთავრობას შეზღუდვების დაწესების უფლება კიდევ 6 თვით გაუხანგრძლივა

გამოქვეყნდა:

პარლამენტმა მთავრობას შეზღუდვების დაწესების უფლება კიდევ 6 თვით, 2022 წლის 1-ელ იანვრამდე გაუხანგრძლივა - "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილების პროექტს მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა, 22 წინააღმდეგი იყო. 

ამბობენ, რომ ეს ყველაფერი პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად და კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო დროებითი ღონისძიებების გასატარებლადაა მიმართული. 

"საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილება თავდაპირველად 2020 წლის 22 მაისს შევიდა. მთავრობას დროებით მიენიჭათ უფლებამოსილება, პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად რიგი შეზღუდვები და აკრძალვები დაეწესებინა. 

საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედების ვადა რამდენჯერმე გახანგრძლივდა. ბოლო გადაწყვეტილებით- 2021 წლის 1 ივლისამდე,  რაც იმას ნიშნავს, რომ 1 ივლისიდან პანდემიით გამოწვეული ვითარებისთვის დადგენილ დროებით ნორმებს ვადა ეწურება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი