"5 წუთში, რაც ზაზა ავიდა, სროლის ხმა ატყდა" - გახელაძის გატაცების დეტალები

გამოქვეყნდა:

ქვემო ჭალაში უკვე ჩავიდნენ დაგეგმილი აქციის მონაწილეები. აქციას შეუერთდება ადამიანი , რომელიც გატაცების დროს,  ზაზა გახელაძესთნ ერთად იმყოფებოდა.

კობა ფარესაშვილი დეტალურად იხსენებს მომხდარს და ამბობს, რომ ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავთ და ოკუპანტებმა მას ცეცხლი ქართველების კონტროლირებად ტერიტორიაზე გაუხსნეს და გაიტაცეს.

"წავედით დილით აქედან სოკოზე, ავედით ვიპოვეთ რამდენიმე შევწვით, ავედით მერე ზევით მოსაკრეფად. ავედით და შენ დაბლა წადი მე მაღლა ავალო და ამოდი შენც იქო. სადღაც 5 წუთში, რაც ზაზა ავიდა, სროლის ხმა ატყდა, გამოვიქეცი მე წამოვედი, მეტი არაფერი, არავისთან კონტაქტი, არც დამინახავს, არაფერი",- თქვა ზაზა გახელაძის მეგობარმა.

დღეს ქვემო ჭალის მცხოვრებლები, გახელაძის ოჯახის წევრები და თბილისიდან ჩასული აქტივისტები საპროტესტო აქციას გამართავენ და საქართველოს მოქალაქის თითქმის 1 წლიანი ტყვეობას გააპროტესტებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი