"სამხედრო ბაზას დაამსგავსეს გელათი" - ბარათაშვილი უცხოელ ექსპერტებზე მეტ ინფორმაციას ითხოვს

გამოქვეყნდა:

გელათის სამონასტრო კომპლექსი ჩაკეტილია, კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ტაძარში არსებულ ხარვეზებს იუნესკოს უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი სწავლობს.

23-30 ივნისს, იტალიელმა ექსპერტებმა უნდა იმუშაონ, ტაძრის გადახურვის პრობლემებზე, ასევე შეისწავლიან კედლის მხატვრობას. სამუშაოების ბოლოს კი მედიისთვის შემაჯამებელ ბრიფინგს გამართავენ.

"ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებელი, თორნიკე ბარათაშვილი კი ამბობს, რომ მთავრობა არ ასახელებს რომელიც ორგანიზაციიდან არიან იტალიელი ექსპერტები და კონკრეტულად რა ტიპის სამუშაოებს ჩაატარებენ ისინი ადგილზე.

"უახლოეს ისტორიაში პირველად ხდება, როცა გელათი პრაქტიკულად, დაკეტილია, როგორც წირვა-ლოცვისთვის, ისე გადაადგილებისთვის. წარმოუდგენელი რამ ხდება, უტრირებული შედარება რომ გავაკეთო - სამხედრო ბაზას დაამსგავსეს გელათი, სადაც ძალიან შორი პერიმეტრიდანაა დაკეტილი ყველასთვის გელათში გადაადგილება. უაპელაციო ნდობა უნდ არსებობდეს იმ ადამიანების მიმართ, ვისაც სტატუსი აქვს მხოლოდ უცხოელი. არ ასახელებენ, რას წარმოადგენენ, რა გამოცდილება აქვთ, რას აკეთებენ დღეს გელათში. გვეუბნებიან, რომ მალე ყველაფერი გვეცოდინება და რაც ვიცით, ის არის, რომ გელათი სამწუხაროდ, განადგურების პირას მიიყვანეს",- ამბობს თორნიკე ბარათაშვილი.

გელათის ტაძარში არსებული მაღალი ტენიანობის გამო, მე-16 საუკუნის ისტორიული ფრესკის ნაწილი ჩამოიშალა და უნიკალური მხატვრობის მთლიანობა დაირღვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი