პრეზიდენტის შეწყალება - უგულავა და ოქრუაშვილი ციხეს უახლოეს მომავალში დატოვებენ

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტის მოულოდნელი გადაწყვეტილება - "ქართულმა ოცნებამ" საერთაშორისო ზეწოლას ვერ გაუძლო. სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის ლიდერები - გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.

განაცხადება ამის შესახებ თავად ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა და საკუთარი სიტყვის ძირითადი ნაწილი თავის მართლებას დაუთმო. პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილება მან არა პოლიტიკური ზეწოლის, არამედ ქვეყნის მომავალზე ზრუნვით მიიღო.

როდის გათავისუფლდებიან პოლიტიკური ლიდერები, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა პროცედურის მიხედვით, მას შემდეგ რაც პრეზიდენტის ხელმოწერილი შეწყალების აქტი, კონკრეტულ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიგზავნება, დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებულები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსჯავრდებულების ციხეში ყოფნა უკანონო პატიმრობად ჩაითვლება.

ოქრუაშვილი და უგულავა რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებიან. შესაბამის უწყებას, ჯერჯერობით,კომენტარი არ გაუკეთებია. ადგილზე ელოდებიან პოლიტიკური ლიდერების ინტერესების დამცველებსაც.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი